ლუის ენრიკე: "გლაზგოური მატჩი ბარსელონურისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
"ხვალ ურთულესი მატჩი გველის. ეს სრულიად განსხვავებული შეხვედრა იქნება და არა როგორიც "კამპ ნოუზე" იყო. გლაზგოში თამაში ყოველთვის რთულია.
მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჯგუფური ეტაპის დაძლევა და პლეი-ოფში გასვლა თავდაჯერებულობას გვმატებს.
პიკე თავს შესანიშნავად გრძნობს. ხერარდმა დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდება." - განაცხადა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე "ბარსელონა" "სელტიკს" ესტუმრება. "კამპ ნოუზე" მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 7:0 დასრულდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 36 ]