"ბარსელონა" პსჟ-სთან მატჩს კარგი განწყობით ხვდება
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩი "კამპ ნოუზე" "ბარსელონასა" და "სელტას" შორის, შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 5:0 დასრულდა.
დღევანდელ მატჩში ლეო მესიმ დუბლის შესრულება მოახერხა, ასევე თითო-თითო გოლის ავტორები გახდნენ ნეიმარი, ივან რაკიტიჩი და სამუელ უმტიტი.
ლუის ენრიკეს გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპაუხო მატჩს კარგი განწყობით ხვდება. წინა შეხვედრა კატალონიელებმა პარიზში გამანადგურებელი ანგარიშით, 0:4 დათმეს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის 8 მარტს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]