ენრიკე: "ვიცით, რომ მედია მესის ირგვლივ ტრიალებს"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ არ აინტერესებს ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას აზრები ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორების შესახებ.
"არ გამიგია თუ რას ამბობდნენ მოურინიო და გვარდიოლა მესის შესახებ. ეს არ მაინტერესებს. ვიცით, რომ მედია მესის ირგვლივ ტრიალებს.
ასევე ვიცით, თუ რას რას ნიშნავს მესი კატალონიასა და "ბარსელონასთვის".
დარწმუნებული ვარ, რომ როცა მესი და კლუბი ამას საჭიროდ ჩათვლიან, კომენტარს გააკეთებენ. პირადად მე მსურს, რომ ლეომ კარიერა აქ დაასრულოს." - განაცხადა ენრიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]