შესვენებაზე ენრიკემ ფეხბურთელებს დაუყვირა
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე "რეალ სოსიედადთან" გამართულ მატჩში, ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობდა თავისი გუნდის ფეხბურთელთა გონზე მოყვანას.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა კატალონიური კლუბის მოთამაშეებს შესვენებაზე, გასახდელში დაუყვირა: "ასეთი თამაშით ვერაფერს მოვიგებთ".
ლუის ენრიკე აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ მისმა შეგირდებმა ბასკებს თამაშის ყველა ასპექტი დაუთმეს, კერძოდ კი ბურთის ფლობა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]