რობერტო: "რეალის" ყველა მოთამაშე მანერვიულებს"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერჟი რობერტომ პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურის მატჩთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს საკუთარი მოლოდინი გაუზიარა. ესპანელ ფეხბურთელს ჰკითხეს, აშინებს თუ არა მას ისეთი მაღალი კლასის მოთამაშეების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორებიც მარსელო, ისკო და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
"რონალდუ? "რეალის" ყველა მოთამაშე მანერვიულებს. კრიშტიანუ ფლანგიდან მოქმედებს, მაგრამ ცენტრშიც გადაადგილდება, რადგან საჯარიმოში ყოფნა მოსწონს. მარსელო ხშირად უტევს, რისი წყალობითაც "ბარსელონას" თავისუფალი ზონები ექნება." - ციტირებს რობერტოს სიტყვებს Sport.
მოცემულ მომენტში 33 ქულით "რეალი" სატურნირო ცხრილის ლიდერია. კატალონიური კლუბი მეორე ადგილს იკავებს (27). ამ ორ გრანდს შორის შეხვედრა 3 დეკემბერს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]