"ბარსელონა" ტექნიკურ წაგებას გადაურჩა
"ბარსელონას", ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში "რეალ სოსიედადთან" ქულის აღება ძალიან გაუჭირდა და კატალონიელებს, კინაღამ, მაინც წაგება ჩაეთვალათ.
საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში, ჟერარ პიკემ ტრავმა მიიღო და ლუის ენრიკე მისი მარლონ სანტოსით ჩანაცვლებას გეგმავდა. ცვლილება მართლაც რომ განხორციელებულიყო, "ბარსელონას" ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდა, რადგან ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელს პრიმერა დივიზიონის მატჩებში მოედანზე გასვლის უფლება ჯერ არ აქვს.
მარლონი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში, "ფლუმინენსედან" გადავიდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს ესპანეთში მუშაობის უფლების მოპოვება დაუგვიანდა, რის გამოც ის, თავიდან, ვერც "ბარსა ბ"-ს თამაშებში მონაწილეობდა. საბუთების მოწესრიგებას იმდენი დრო დასჭირდა, რომ "ბარსამ" მარლონი პრიმერა დივიზიონის განაცხადში დაგვიანებით შეიყვანა, ამის გამო კი, ფეხბურთელს ლა ლიგის მატჩებში მოედანზე გასვლის უფლება 2017 წლამდე არ აქვს.
ამრიგად, ლუის ენრიკეს გუნდი სიმწრით მოპოვებული ქულის ჩამორთმევისგან პიკემ თავგანწირვამ იხსნა, რომელმაც ტრავმის მიუხედავად, შეცვლაზე უარი თქვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]