რაფინია: "არ ღირს "ბარსელონას" ამჟამინდელ ფორმაზე ღელვა"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, რაფაელ ალკანტარამ "ერკულესთან" მატჩის შემდეგ (1:1) კომენტარი გააკეთა.
"არ ღირს "ბარსელონას" ამჟამინდელ ფორმაზე ღელვა. ჩვენი მეტოქე თავს ხუთი მცველით იცავდა და ჩვენ მომენტები გვქონდა. უნდა ვიმუშაოთ, რათა უკეთესად ვითამაშოთ.
მათ დაცვაში ჩაიკეტეს, ამიტომაც რთული იყო გატანა. როდესაც გუნდი თავს ღრმად იცავს, ჩვენ უფრო საჯარიმოს გარედან გვიწევს დარტყმა, რაც ალენიამ გააკეთა. მე მისით მოხარული ვარ.
"რეალთან" მატჩს სათანადო მოტივაციით შევხვდებით." - განაცხადა რაფინიამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]