რაფინია: "ვიდეოგამეორებები კარგი იქნება, მაგრამ თამაშის შეჩერება არ ღირს"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ ფეხბურთში, ტექნოლოგიების დანერგვაზე აზრი გამოთქვა.
"ჩემთვის ფეხბურთი ტექნოლოგიებთან არაა დაკავშირებული. კარგია, თუ ვიდეოგამეორებები მსაჯს დაეხმარება, მაგრამ თამაშის შეჩერება არ ღირს. ყველაფერი ამერიკულ ფეხბურთზე დამსგავსებას დაიწყებს.
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა და ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი - ლეო მესია და არა რონალდუ.
დიახ, ნეიმარი, შესაძლოა, მესის მემკვიდრე გახდეს. რთულია ფეხბურთის მთელი ისტორიის საუკეთესო ფეხბურთელის მემკვიდრე იყო, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია ის იყოს, ეს ნეიმარია.
შესაძლებელია, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე საკმაოდ არ გაგვიმართლა, მაგრამ ამ ტურნირში ყოველთვის საუკეთესოებთან უნდა იბრძოლო. ჩვენ ყოველ მატჩში უკეთესები ვხდებით, ამიტომაც წინ წასვლას შევეცდებით." - განაცხადა რაფინიამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]