"ბარსელონა" - "გლადბახი" (პრევიუ)
დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მიონხენგლადბახის "ბორუსია" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
შეხვედრის მთავარი მსაჯი სერგეი კარასევი იქნება. მას ანტონ ავერიანოვი, ტიხონ კალუგინი, სერგეი ლაპოჩკინი და სერგეი ივანოვი დაეხმარებიან. მე-4 არბიტრი იგორ დემეშკოა.
"ბარსელონას" განაცხადი: სილესენი, მასიპი, ბუსკეტსი, დენისი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, ვიდალი, უმტიტი, კარდონა.

კატალონიის "ბარსელონამ" გასულ ტურში "სელტიკი" დაამარცხა (2:0) და ამით უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე გაინაღდა. "ბლაუგრანასთვის" დღევანდელ მატჩს სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის მისი მარადიული ანტაგონისტის, კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის დამხობის შანსი აქვს.
არგენტინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 9-ჯერ აიღო. თუ მესი დღეს, "გლადბახთან" მინიმუმ ჰეთ-ტრიკს გაიფორმებს, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს რეკორდს მოხსნის (11).
"ბარსელონას" მიერ ჩატარებული უკანასკნელი მატჩი დაძაბული გამოდგა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა საშინაო არენაზე, მადრიდის "რეალის" დამარცხება ვერ მოახერხეს (1:1).
ძირითადი თერთმეტეული "რეალის" წინააღმდეგ: ტერ შტეგენი, ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკესტი, რაკიტიჩი (ინიესტა 60'), გომეში (არდა 78'), მესი, სუარესი, ნეიმარი (დენისი 88').
დღევანდელ მატჩში კატალონიურ კლუბს ნეიმარი, მატიე და რაკიტიჩი დააკლდებიან.
ლუის ენრიკე ("ბარსელონა") მატჩის წინ:
![]()
"შემიძლია შევცვალო სქემა, გამოვიყვანო მოედანზე სხვა მოთამაშეები, ვინმეს დასვენების უფლება მივცე, მაგრამ გამარჯვება მნიშვნელოვანია. წარუმატებელი სერიის შემდეგ, ეს ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას გააძლიერებს. თუმცა, მე ფეხბურთელების ჯანმრთელობით ნამდვილად არ გავრისკავ."
ანდრე შუბერტი ("გლადბახი") მატჩის წინ:
"კამპ ნოუზე" თამაშის შესაძლებლობას ვაფასებთ. ეს თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაგვიპირისპირდება, მაგრამ ბრძოლა შეგვიძლია. უნდა გავერკვიოთ იმაში, თუ როგორ გავანეიტრალოთ "ბარსელონას" თავდასხმა. კიდევ არის დრო ფიქრისთვის. პირველი მატჩის წინ კარგად მოვემზადეთ, მაგრამ საშინაო შეხვედრები გასვლითისგან განსხვავდება."

სავარაუდო შემადგენლობა

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]