მილიტოს ინტერვიუ

მილიტოს ინტერვიუ

"ბარსელონას" მცველმა გაბრიელ მილიტომ მონაწილეობა მიიღო პარასკევს რადიო გადაცემაში...
მან ისაუბრა ჟოზე მაურინოზე და თქვა,რომ მისი აზრით მაურინიო ანტი "ბარსელონისტა" არააა : "რეალი" შესანიშნავი კლუბია მათ ჰყავთ შესანიშნავი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო, მართალია ის ჩვენ მიმართ განწყობილია როგორც მოწინააღმდეგე , მაგრამ არა მგონია, რომ ის ანტი "ბარსელონისტა" იყოს." ამის შემდეგ მილიტომ თქვა : "მე მაურინოზე ველაპარაკებოდი ჩემს ძმა დიეგოს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჟოზე "ინტერს" წვრთნიდა მან კი მიპასუხა, რომ ის არაჩვეულებრივი მწვრთნელია კარგად უგებს ფეხბურთელებს და მათ დიდ იმედებს უნერგავს გულში სხვა არაფერი უთქვამს, გარდა კარგისა."
კითხვაზე, თუ რამდენად ძნელია "ბარსელონას" დაცვაში თამაში მილიტომ უპასუხა : "ეს არაჩვეულებრივი გრძნობაა, როდესაც ასეთი დონის გუნდში თამაშობ ხოლო რაც შეეხება ძნელია თუ არა, არა ნამდვილად არ არის ძნელი, რადგან ჩვენ რა გუნდებსაც ვხვდებით ხშირად არასოდეს გვიტევენ და ჩემთვის დიდი პატვია ისეთი ფეხბურთელების გვერდზე თამაში როგორიცაა ლეო მესსი, დავიდ ვილია,კარლეს პუიოლი, ხერარდ პიკე და ა.შ.
მან ასევე ისაუბრა ჩავიზე: "ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია თანაგუნდელებს თამაშის დროს კარგად უგებს და, ჩემი აზრით ჩავი, "ბარსელონას" ერთ–ერთი შეუცვლელი ფეხბურთელია."
ლეო მესიზე კი მან თქვა, რომ : "მას ყველაფერი აქვს, რათა გახდეს საუკეთესო ფეხბურთელი და შევიდეს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ის ძალიან უბრალო და ამავე დროს ძალიან ჭკვიანი პარტნიორია, იმიტომ, რომ არ არის ადვილი მის ასაკში მისნაირად ასეთი ფეხბურთის თამაში,მესისთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და ყველა მატჩზე ბოლომდე იხარჯება და რაც შეუძლია იმას აკეთებს, ის დაჯილდოვებულია არაჩვეულებრივი უნარით." 
მილიტომ სერხიო ბუსკეტსზეც ისაუბრა: "ის ძალიან სწრაფად რეაგირებს და გადამწყვეტ მომენტებში ძალიან კარგ და ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს იღებს, ჩვენ ამით ძალიან გვეხმარება."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.