მესი - 550 მატჩი "ბარსელონას" რიგებში

მესი - 550 მატჩი "ბარსელონას" რიგებში

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი, ლიონელ მესი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის მატჩში, "ოსასუნას" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა.

დღევანდელი შეხვედრა არგენტინელი ფორვარდისთვის 550-ეა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში. ჩატარებული მატჩების რაოდენობით 29 წლის ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში მე-4 ადგილს იკავებს. ლიონელ მესიმ ბერნარდო ბიანკეტის გადაასწრო (549).

"ალბისელესტეს" კაპიტანზე მაღლა მხოლოდ კარლეს პუიოლი (593), ანდრეს ინიესტა (605) და ჩავი ერნანდესი (767) დგანან.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    gabrieli.messi
    სტუმარი [?]
    #2 11 დეკემბერი 2016 00:49
    0
    1000 ic chagetarebinos gmertma
    Messi 2010-2011
    სტუმარი [?]
    #1 10 დეკემბერი 2016 19:05
    0
    550 tamashi - 475 goli + 185 asisti. 29 tasi aqedan 4 ligis.mokled aseti saklubo kariera istoriashi aravis hqonia