"ბარსელონამ" "ოსასუნას" დამაჯერებლად სძლია

"ბარსელონამ" "ოსასუნას" დამაჯერებლად სძლია

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის მატჩში, ერთმანეთს "ოსასუნა" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიზანი "სამეფო კლუბთან" სხვაობის შემცირება იყო.

"ბარსელონას" სასტარტო თერთმეტეული "ოსასუნას" წინააღმდეგ: ტერ შტეგენი, ს.რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, გომეში, ინიესტა, არდა, სუარესი, მესი.

პირველ ტაიმში "ბარსელონამ" რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა. სტატისტიკურად ლუის ენრიკეს გუნდმა ყველა მნიშვნელოვან ასპექტში აჯობა მეტოქეს. მწვავე შეტევებმა "ოსასუნას" დაცვაში დარჩენა აიძულა, რამაც პასიური ფეხბურთი გამოიწვია მათი შესრულებით. მატჩის მთავარმა არბიტრმა ხუან მარტინესმა მხოლოდ ოიერი გააფრთხილა. საწყის 45 წუთში თამაშის წესები ორივე გუნდის მიერ, საერთო ჯამში 15-ჯერ დაირღვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოედნის ცენტრი სერხიო ბუსკეტსმა გააკონტროლა, რამაც "ბარსელონას" დომინირების საშუალება მისცა. გუნდის ლიდერ ლიონელ მესის ანგარიშის გახსნა არაერთხელ შეეძლო, მაგრამ პირველ ტაიმში კატალონიურ კლუბს სიზუსტე აკლდა.

შეხვედრის მე-8 წუთზე ლიონელ მესიმ ურუგვაელ პარტნიორს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ სუარესმა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხა.

აქედან 5 წუთის შემდეგ, ალბამ საჯარიმოში ჩაწოდება განახორციელა, მაგრამ ლუისის დარტყმა ძელს მოხვდა და "ოსასუნა" გოლის გაშვებას გადაურჩა.

პირველი ტაიმის სტატისტიკა ასეთია:
შეხვედრის მეორე ნახევრის საწყის წუთებში "ოსასუნას" ანგარიშის გახსნის იდეალური შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ სერხიო ლეონის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ამის შემდეგ მასპინძელ გუნდს რეალური მომენტი არ შეუქმნია. მოედანზე კვლავ კატალონიელები გაბატონდნენ.

შეტევაზე კონცენტრირებულმა "ბარსელონამ" შეხვედრის 59-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ლიონელ მესის, ალბასა და ლუის სუარესის კომბინაცია გოლით დასრულდა. ურუგვაელმა ფორვარდმა ესპანელი ლატერალის გადაცემის შემდეგ ბურთი კარში გადაგზავნა. "ოსასუნას" მეკარეს შეტევის განეიტრალების არანაირი შანსი არ ჰქონია.

"ბარსელონას" რიგებში ყველაზე აქტიურმა მოთამაშე ლიონელ მესიმ 73-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. ალბას პასის შემდეგ არგენტინელმა ფორვარდმა ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა და მიმდინარე ლა ლიგაში რიგით მე-10 გოლი გაიტანა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90+2), ლიონელ მესიმ "ოსასუნას" რამდენიმე ფეხბურთელი დააბნია და მეტოქის კარში დუბლი შეასრულა. "ბარსელონას" ათიანი ბომბარდირთა დავის ლიდერი გახდა (11).

საბოლოოდ შეხვედრა კატალონიის "ბარსელონას" გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 0:3. საბოლოო სტატისტიკა ასეთია.
მადრიდის "რეალსა" და "ბლაუგრანას" შორის სხვაობა ჯერჯერობით 3 ქულაა. სამეფო კლუბი თავის მატჩს დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე ჩაატარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    visca barca123
    სტუმარი [?]
    #2 10 დეკემბერი 2016 19:17
    0
    Sასტაავ რეალი ვალენსიასtan rato ar tamashoobs?
    Leonell MESSI
    სტუმარი [?]
    #1 10 დეკემბერი 2016 19:05
    0
    ციტატა: M10 S9 N11
    ციტატა: RIVALDO_LEGEND
    დავიჯერო გომეშის თამაში მე მომეწონა მარტო? ..

    მარტო შენ არა მეც მომეწონა საკაიფოდ ითამაშა კაი დრიბლინგებიც გააკეთა

    magrad itamasha robetomac mara alveshi mainc su scva kanfetia )))