ლაუდრუპი "ნოუ კამპზე" ბრუნდება
დღეს, თბილისის დროით, ოცდაერთ საათსა და ნოლ–ნოლ წუთზე, "ბარსა" მიხაელ ლაუდრუპის გუნდს, "მალიორკას" უმასპინძლებს. ბლაუგრანა ამ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია და მატჩში ფავორიტებადაც ითვლებიან, მაგრამ ჩავი ერნანდესისა და დავიდ ვილიას არ ყოფნაში მალიორკელებს გამარჯვების შანსი აქვთ...
პრევიუ: "ბარსელონა" vs. "მალიორკა"
"ბარსას" მომავალი 3 მეტოქე "ნოუ კამპზე", "მალიორკა", "ვალენსია" და "კოპენჰაგენია". გვარდიოლა შეეცდება ყველას დაანახოს საკუთარი გუნდის შესაძლებლობები და უკანა პლანზე გადაწიოს "ერკულესის" თემა. როგორც მოგეხსენებათ, "ბარსამ" წლევანდელ სეზონში, "ლა ლიგაში", 2 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთში შეძლო გამარჯვების მოპოვება.
ლეო მესიმ სრულად აღიდგინა ფორმა და მოედანზე გასასვლელად მზადაა. მან კოჭის ტრავმა "ვისენტე კალდერონზე" მიიღო, რის გამოც ლეომ "რუბინთან" მატჩში მხოლოდ ნახევარი საათით შეძლო მოედანზე ყოფნა. ლეო მესი დაბრუნდა, მაგრამ არ იქნება მისი პარტნიორი, დავიდ ვილია, რომელმაც გასულ კვირას, ბილბაოში წითელი ბარათის მიღება შეძლო. გვარდიოლასთვის კიდევ ერთი დიდი დანაკლისია ჩავი ერნანდესი. ასევე საეჭვოა "ბარსას" ახალწვეულის, ადრიანო კორეიას თამაში. პეპმა განაცხადში შეიყვანა "ბარსა ატლეტიკის" ვარსკვლავები, ნოლიტო და ტიაგო. მიხაელ ლაუდრუპს კი დააკლდება ნუნიესი, აიოზი, კარალესი, ტუნი და ვიქტორი, მაგრამ დაცვით თამაშს ნამდვილად არ აპირებს.
ბლაუგრანამ ესპანეთის პირველობის ბოლო 3 მატჩიდან სამივეში გაიმარჯვა – "ატლეტიკო მადრიდთან", "სპორტინგთან" და "ბილბაო ატლეტიკთან". "ბარსა" გასვლით შეხვედრებში სამი გამარჯვება მოიპოვა, 9 გოლი გატანა და მხოლოდ 2 გაუშვა, ხოლო საკუთარ მოედანზე ერთხელ გამარჯვება და ერთხელ დამარცხება შეძლო. "მალიორკას" კი გასვლით შეხვედრებში არცერთი მოგება არ აქვს. ისინი ხიხონში, "სპორტინგთან" და ბილბაოში, "ატლეტიკთან" დამარცხდნენ, მაგრამ ისინი საკუთარ მოედანზე კარგად ასპარეზობენ. პირველი მატჩი "რეალ მადრიდთან" ფრედ, 0:0 დაასრულეს, ხოლო "ოსასუნასთან" და "რეალ სოსიედადთან" გამარჯვება მოიპოვეს. "ბარსა" 12 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო "მალიორკა" 7 ქულით, მეთერთმეტე ადგილზეა.
გასულ სეზონში "ბარსამ" "მალიორკა" ანგარიშით, 4:2 დაამარცხა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც კატალონიელები ახალი დაბრუნებულები იყვნენ ყაზანიდან. "ბარსას" მხრიდან გოლები პედრო, მესიმ და ანრიმ გაიტანეს, ხოლო "მალიორკას" მხრიდან – ნუნიესმა და კეიტამ. პედრომ იმ მატჩში დუბლი შეასრულა. ამ მატჩში მესი, ინიესტა და ჩავი სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ. ისინი სათადარიგო სკამებზე მოგვევლინნენ.
"მალიორკას" არგენტინელი თავდამსხმელი, ფერნანდო კავანი "მალიორკაში" იჯარით, "ბორდოდან" იმყოფება. მან პირველი გოლი "ოსასუნასთან" გაიტანა. ბლაუგრანას მცველებისთვის ამ ფეხბურთელის შეჩერება დიდი პრობლემა იქნება. თავის მხრივ "ბარსას" ახალგაზრდა ვარსვლავები, ნოლიტო და ტიაგო, ჩავისა და ვილიას არ ყოფნით ისარგებლებენ და თავისი თავის წარმოჩენას შეეცდებიან.
"მალიორკას" დამრიგებელი, მიხაილ ლაუდრუპი "კამპ ნოუზე" ბრუნდება. ეს არის ადგილი, სადაც მას პეპ გვარდიოლასთან ერთად თავისი საუკეთესო მატჩები აქვს ჩატარებული. ლაუდრუპი "ბარსაში" 1989 წელს ჩაირიცხა. ჩაატარა რა 166 მატჩი და გაიტანა 40 გოლი. იგი გუნდს ასევე 1992 წელს, "ევროპის თასის" აღებაში დაეხმარა, მაგრამ ამის შემდეგ იგი "რეალ მადრიდის" ფორმით მოგვევლინა. 2007/08 წლებში იგი "ხეტაფესაც" წვრთნიდა, მაგრამ დღეს იქნება პირველი დღე, როდესაც იგი გვარდიოლას წინაამღდეგ, მწვრთნელის რანგში წარსდგება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]