"ბარსა" შარშანდელის გამეორებას შეეცდება

"ბარსა" შარშანდელის გამეორებას შეეცდება

"ბარსამ" გეზი სარაგოსასკენ აიღო. როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელები დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე "სარაგოსას" წინააღმდეგ გამართავენ მატჩს. ალბათ ყველას გვახსოვს შარშანდელი მატჩი, რომლის მთავარი გმირიც არგენტინელი ლეო მესი გახლდათ. ყველა იმედოვნებს, რომ "ბარსა" და მესი იგივეს გამეორებას შეძლებენ...

"სარაგოსა" vs. "ბარსელონა" - პრევიუ


რამდენიმე საათში დაიწყება "სარაგოსასა" და "ბარსელონას" შეხვედრა. მართალია "ბარსამ" ბოლო ორი მატჩში გამარჯვების მოპოვება მოახერხა, მაგრამ "სარაგოსას" გულშემატკივრის წინაშე მატჩის გამართვა მათთვის მარტივი ნამდვილად არ იქნება.

"ბლაუგრანას" დაუბრუნდa მეკარე ვიქტორ ვალდესი, რომელსაც "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა კუჭის პრობლემების გამო არ მიუღია. ჩავი და მილიტო კი ტრავმის გამო სარაგოსაში არ გაემგზავრნენ. "ბარსა ბ"–ს ერთ–ერთი ლიდერი, ტიაგო ალკანტარა ისევ განაცხადშია. ოთხშაბათს, გვარდიოლამ ბუსკეტსი და მაშერანო ცენტრში ერთად ათამაშა, მაგრამ კეიტა და პედრო ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ისევ იბრძოლებენ. "სარაგოსას" კვლავ ვერ დაეხმარება მეკარე ლეო ფრანკო. ასევე მატჩში მონაწილეობას ვერ მიღებენ პინტერი და ლაკრუზი, მაგრამ გუნდს ჩეხი მცველი, ჟირი ჟაროსიკი დაუბრუნდა.

ამ სეზონში, "სარაგოსას" მატჩი ჯერ არ მოუგია. მათ 3 ქულა აქვთ და ესეც 3 ფრედ დამთავრებული მატჩის წყალობით. გაშვებული გოლების მიხედვით, მათზე უარესი შედეგი მხოლოდ "მალაგას" აქვს. სარაგოსელებს 6 გატანილი, ხოლო 12 გაშვებული ბურთი აქვთ. გუნდის ბომბარდირი კი სინამა პონგოლე გახლავთ, რომელმაც ამ სეზონში 2 გოლის გატანა მოახერხა.

თუმცა, როგორც პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, "სარაგოსა" საკუთარ მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ბოლო საშინაო შეხვედრაში მათ "სპორტინგთან" ფრედ, 2–2 ითამაშეს. ამ მატჩში გამართვა მათ 10 კაციანი შემადგენლობით მოუწიათ. წინა საშინაო მატჩი კი "ერკულესთან" გამართეს, რომელთანაც ასევე ფრედ, ანგარიშით 0–0 ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ "ერკულესმა" "ბარსას" დამარცხება "კამპ ნოუზე" შეძლო. მართალია "ბარსა" "სარაგოსას" წინაშე ფავორიტის სტატუსით წარდგება, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

"სარაგოსა" ტრადიციულად ევრო ტურნირებზე გასასვლელად ბრძოლას აპირებს. ის ესპანეთის ერთ–ერთი დიდი კლუბია. მათ "ლა ლიგაში" 54 სეზონი გაატარეს და აქედან თასის აღება 6–ჯერ შეძლეს. "ბარსასთან" ბოლო საშინაო მატჩში, ისინი ანგარიშით 2–4 დამარცხდნენ. ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღა ჩავი ერნანდესს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა მესის ყოფნა არ ყოფნის საკითხი, მაგრამ საბოლოოდ ლეომ თამაში მოახერხა და თავისი ერთ–ერთი საუკეთესო მატჩიც ჩაატარა. მან 3 გოლის გატანა შეძლო. ბოლო წუთზე "პოკერის" შესრულებაც კი შეეძლო, მაგრამ მან პენლის დარტყმის უფლება "ბარსას" ახალწვეულს, იბრას მისცა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.