რონალდუმ მესის გადაასწრო
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ჯანლუიჯი ბუფონის კარში დუბლი გაიფორმა და ტურნირის ბომბარდირთა დავა მოიგო.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ფინალამდე "ბარსელონას" ლეგენდას, ლიონელ მესის ჩამორჩებოდა, რომელიც 11 გოლით ლიდერობდა.
გუშინდელი ტრიუმფის წყალობით, რონალდუ მორიგ "ოქროს ბურთს" მიუახლოვდა. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების შემთხვევაში, ლიონელ მესი და კრიშტიანუ გათანაბრდებიან - 5:5.
როგორც იცით, მიმდინარე სეზონში ლეომ "ოქროს ბუცი", ესპანეთის სამეფო თასი და ქვეყნის სუპერ თასი მოიგო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]