„ბარსელონა“ - „ესპანიოლი“. ენრიკე მატჩის შემდეგ

„ბარსელონა“ - „ესპანიოლი“. ენრიკე მატჩის შემდეგ

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლა ლიგის XVI ტურში "ესპანიოლთან" გამარჯვების შემდეგ (4:1), კომენტარი გააკეთა. 

"დაუჯერებელია ის, რასაც ლიონელ მესი აკეთებს, ჩვენ ამას უკვე შევეჩვიეთ. ეს ყელაფერი "კამპ ნოუზე" 15 დღეში ერთხელ ხდება. "ესპანიოლთან" მატჩი? "ბარსელონამ" მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ჩვენი მეტოქე თავს შესანიშნავად იცავდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. მოთამაშეებისთვის სულაც არ იყო ადვილი მსგავსი ბარიერის გადალახვა. პირველ ნახევარში "ესპანიოლის" კარში შეტევის განხორციელება გვიჭირდა, თუმცა მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ნამდვილი კლასი აჩვენეს. 

ძალიან ხშირად ვთამაშობთ ისეთი კლუბების წინააღმდეგ, რომლებიც ძირითად აქცენტს დაცვაზე აკეთებენ, ხოლო როდესაც გვიტევენ "ბარსელონა" ცდილობს თავისუფალი ზონა იპოვოს და ბურთიც იქ გაგზავნოს. ყოველივე ამისთვის შესაბამისი მოთამაშეები გვყავს." - განაცხადა, ენრიკემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 19 დეკემბერი 2016 17:18
    1
    ციტატა: smd_barca
    ლუჩო აბა შენიცი მეორე წრე ჩვენია!! შარშან პირველ წრეში ჩვენც რეალის ნაირ პორმაში ვიყავით მარა ბოლომდე ვერგავქაჩეთ და ვერც რეალი გაქაჩავს დაეწყება ჩავარდნა მარტში ან აპრილში.. და რაკიტიჩს რატო აღარ ათამაშებს რაუნდა ტო

    ეგრე ვფიქრობ მეც, დაკვირვებული ვარ რომ გუნდი, რომელიც ერთ წრეს მაგრად ჩაატარებს, მეორეში ბოლომდე ძალა აღარ ყოფნის, ასე ჯობდა მომხდარიყო, ეხლა შევიდნენ ფორმაში ბიჭები და აწი უფრთხოდნენ ბარსას:)
    smd_barca
    სტუმარი [?]
    #2 19 დეკემბერი 2016 16:53
    0
    ლუჩო აბა შენიცი მეორე წრე ჩვენია!! შარშან პირველ წრეში ჩვენც რეალის ნაირ პორმაში ვიყავით მარა ბოლომდე ვერგავქაჩეთ და ვერც რეალი გაქაჩავს დაეწყება ჩავარდნა მარტში ან აპრილში.. და რაკიტიჩს რატო აღარ ათამაშებს რაუნდა ტო
    messi_iniesta
    სტუმარი [?]
    #1 19 დეკემბერი 2016 16:32
    0
    lucho meore wre unda daglijo.yvela da yvelaperi miwastan unda gaasworo rogorc 14-15 wlebshi qeni