პეპი: "ბარსასთან" ერთად ტიტულები ფეხბურთელების წყალობით მოვიგე"

პეპი: "ბარსასთან" ერთად ტიტულები ფეხბურთელების წყალობით მოვიგე"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტის" უდგას სათავეში, "ბლაუგრანასთან" ერთად მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა.

"ბარსელონასთან" ერთად ტიტულების მოგების შემდეგ, პრეს-კონფერენციებზე ყოველთვის ვამბობდი, რომ გუნდში მყოფი საოცარი ფეხბურთელების წყალობით გავიმარჯვეთ. უდიდესი კლუბი და შესანიშნავი მოთამაშეები... ხალხი კი ამბობდა ჩემზე: "ის ძალიან თავმდაბალია".

ახლა ხალხი ამბობს: "მან სწორედ იმიტომ მოიგო ტიტულები, რომ საოცარი მოთამაშეები ჰყავდა გუნდში". დიახ, ეს სიმართლეა! ეს მრავალი წლის წინ ვთქვი, რაც ნორმალურია." - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Squawka.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    raul
    სტუმარი [?]
    #2 22 დეკემბერი 2016 00:45
    0
    პეპი როგორც ფეხბურთელი ძალიან კარგი იყო,ხოლო როგორც მწვრთნელი(მისი მოგებული ტიტულების მიუხედავად)ჩემი აზრით საშუალო დონისაა.უბრალოდ სხვის აწყობილ გუნდში მოვიდა ზუსტად იმ მომენტში,როცა არანორმალურად ძლიერი ბარსა დგამდა ,,პირველ,, ნაბიჯებს.
    ევროპაში,ვერც ბავარიით დადო კარგი შედეგი და დარწმუნებული ვარ ვერც სიტით მიაღწევს რამეს.ასე რომ გენიოსობის არ ცხია მაგ კაცს არაფერი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 დეკემბერი 2016 23:43
    0
    შენი ტვინი გვაკლია პეპ.