პეპი: "ახალი გამოწვევის მიღება რომ არ მდომებოდა, კვლავ "ბარსას" მწვრთნელი ვიქნებოდი"

პეპი: "ახალი გამოწვევის მიღება რომ არ მდომებოდა, კვლავ "ბარსას" მწვრთნელი ვიქნებოდი"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ სიტის" სათავეში დგას, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ინგლისურ გუნდში წასვლა.

"საკუთარი თავის გამოცდა და კომფორტის ზონის დატოვება გადავწყვიტე. სწორედ ამიტომ ავირჩიე მანჩესტერი - ახალი გამოწვევა. თუ ხალხი ფიქრობს, რომ მე თუ აქ ვარ "სიტი" ყველაფერს მოიგებს - ეს არასწორია. ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, ჩვენ კი ამის განხორციელების პროცესში ვართ.

სიგიჟეა იმის ფიქრი, რომ ყველაფერს გარდავქმნი. აქ სასწავლებლად მოვედი. ახალი გამოწვევის მიღება რომ არ მდომებოდა, კვლავ "ბარსას" მწვრთნელი ვიქნებოდი."-განაცხადა გვარდიოლამ.

პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი, სწორედ კატალონიის "ბარსელონას" უკავშირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 იანვარი 2017 21:20
    0
    რა დრო იყო ბიჯოს ბარსელონა რომ ბატონობდა მსოფლიოში თუმცა არც ენრიკეს დროს აჩვენეს ნაკლები შედეგი.
    master
    სტუმარი [?]
    #1 4 იანვარი 2017 19:33
    0
    არადა რა კლასნი იყო შენ დროს ბარსელონა.