სრნა "ბარსელონას" ბიუჯეტის ფარგლებში არ ჯდება
როგორც ჩანს, დონეცკის "შახტარის" განაპირა მცველი დარიო სრნა კატალონიის "ბარსელონას" არ შეუერთდება. Mundo Deportivo-ს ცნობით, 34 წლის ხორვატი ფეხბურთელი "ბლაუგრანას" ბიუჯეტის ფარგლებში არ ჯდება.
სრნამ ალეიშ ვიდალის "ბარსელონადან" წასვლაზე უნდა დაამყაროს იმედები, რადგან ამ შემთხვევაში კატალონიურ კლუბს მისი ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება გაუჩნება.
Mundo Deportivo-მ ადრე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი" დარიო სრნათი დაინტერესდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]