"ბარსელონას" სრნას არენდის წესით გაფორმება სურს
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონამ" შესაძლოა დონეცკის "შახტარის" მარჯვენა მცველი დარიო სრნა არენდის წესით სეზონის ბოლომდე გაიფორმოს.
ზაფხულში კონტრაქტის სავალდებულო გაფორმების პუნქტი შესაძლოა ხელშეკრულებაში შეიტანონ.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სრნა "ბარსელონას" 1.5 წლიან კონტრაქტზე დათანხმდა და ოფიციალურ შემოთავაზებას ელოდება. მცველმა დაადასტურა, რომ "შახტარის" პრეზიდენტი რინატ აჰმეტოვი მზადაა, რომ ხორვატი განაპირა მცველი ესპანეთში უფასოდ გაუშვას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]