"ბარსელონა" ვიტსელის უფასოდ გადაბირებას შეეცდება
Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახად, "ბარსელონა" "ზენიტის" ბელგიელი ნახევარმცველის, აქსელ ვიტსელისთვის ბრძოლაში ჩაერთო. კატალონიელებს 27 წლის ფეხბურთელის ხელში უფასოდ ჩაგდება სურთ.
ვიტსელს რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ევერტონი" მზად იყო ფეხბურთელი იანვარში ეყიდა და მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ ინგლისურ კლუბში გადასვლაზე უარი თავად ვიტსელმა თქვა. ბელგიელის შეძენის სურვილს "იუვენტუსიც" გამოთქვამს, რომელიც მზადაა მის სანაცვლოდ, იანვარში, 6 მილიონი ევრო გადაიხადოს. "ბარსელონა" კი ამჯობინებს ზაფხულამდე მოიცადოს და ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]