"ბარსელონა" "რედ ბულს ზალცბურგის" მცველით დაინტერესდა
"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი "რედ ბულს ზალცბურგის" მცველის, დაიო უპამეკანოს მომსახურებით დაინტერესდა, იტყობინება Mundo Deportivo.
კატალონიური კლუბი უკვე გარკვეული დროა აგროვებს ინფორმაციას 18 წლის ფეხბურთელზე და მის თამაშზე დაკვირვებას გააგრძელებს. ესპანურ გრანდში თვლიან, რომ უპამეკანო, შესაძლოა, ახალი სამუელ უმტიტი გახდეს. თუმცა, "ბარსელონამ", შესაძლოა, გარკვეული სირთულეები გაიაროს, რადგან ფეხბურთელით ასევე ტურინის "იუვენტუსი" ინტერესდება.
ავსტრიის ჩემპიონატის 20 ტურში უპამეკანომ 15 მატჩი ჩაატარა, გოლებითა და შედეგიანი გადაცემებით კი თავი ვერ გამოიჩინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]