ლუის ენრიკეს დუგლასის დაბრუნება უნდა
"ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ამოუცნობი გარიგების მთავარი გმირი, დუგლას პერეირა, შესაძლოა, კატალონიური კლუბის მაისურით კვლავ ვიხილოთ. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ლუის ენრიკე მარჯვენა მცველის პორბლემის წინაშე დგას. ალეიშ ვიდალმა ასტურიელი სპეციალისტის ნდობა ვერაფრით მოიპოვა და მისი გუნდიდან გაშვების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას. შესაბამისად, ენრიკეს განკარგულებაში მხოლოდ სერჟი რობერტოა, რომლის ბუნებრივი პოზიცია დაცვის მარჯვენა ფლანგი სულაც არაა და ამას ისიც ემატება, რომ ფეხბურთელს დასვენების საშუალება არ ეძლევა.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ლუის ენრიკე განიხილავს ვარიანტს, რომლის თანახმადაც, ვიდალმა გუნდი ზამთარში უნდა დატოვოს, მის შემცვლელად კი "ბარსამ" "სპორტინგში" განათხოვრებული დუგლას პერეირა დაიბრუნოს.
დუგლასი "ბარსელონაში" 2014 წელს, "სან პაულუდან", 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიური გუნდის შემადგენლობაში მან მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა, თუმცა ამდენივე ტიტული მაინც მოიგო. გასულ ზაფხულში, 26 წლის ბრაზილიელი "სპორტინგში" გაანათხოვრეს, რომლის მაისურითაც მან 7 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]