სამპაოლი: "რონალდუს პრობლემა ისაა, რომ მისი აყვავება მესის დროს დაემთხვა"
"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ თანამედროვეობის ორ საუკეთესო ფეხბურთელზე, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, ის მოედანზე გადამწყვეტ როლს თამაშობს. კრიშტიანუს ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მისი აყვავება მესის ასპარეზობის დროს დაემთხვა - ისტორიაში საუკეთესო ან თითქმის საუკეთესო ფეხბურთელის დროს.
ლეოსთან მუშაობა - ეს ოცნებაა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთხელაც არგენტინის ნაკრების გაწვრთნას ვისურვებდი. ჯერ-ჯერობით ეს არ მომხდარა. მესის გაწვრთნა - ეს ჯერ კიდევ ჩემი ოცნებაა, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ჩემზე არაა დამოკიდებული." - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]