შეძლებს "ბარსა" ახალი წლის მოგებით დაწყებას?
ახალ წელს "ბარსელონა" ესპანეთის თასის მერვედფინალური საგარეო მატჩით იწყებს, მისი მეტოქე კი "ბილბაოა". ეს დაპირისპირება დიდი გამოწვევაა კატალონიელებისათვის, ვინაიდან ბოლო 10 წლის განმავლობაში მათ წელიწადის პირველი შეხვედრა სტუმრად 3-ჯერ გამართეს, მაგრამ ვერცერთი ვერ მოიგეს.
2015 წელს "სოსიედადმა" ანგარიშით 1-0 სძლია "ბარსას", 2016-ში კი "ესპანიოლმა" თანაქალაქელებთან ფრედ 0-0 ითამაშა.
როდესაც წელიწადის პირველი მატჩი სახლში იმართება, "ბარსელონა" კარგ შედეგს აჩვენებს: 5 მოგება და 2 ფრე ბოლო ათწლეულის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 2012, 2013 და 2014 წლებში "ბარსამ" სამივე მოწინააღმდეგე - "ოსასუნა", "ესპანიოლი" და "ელჩე" - ანგარიშით 4-0 დაამარცხა.
უკანასკნელი 10 წლის საერთო შედეგი, ამ მხრივ, არის 5 მოგება, 4 ფრე და 1 წაგება. შეძლებს "ბარსა" "ბილბაოს" დამარცხებას?

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]