რაკიტიჩი: "ვფიქრობ "ბარსა" ესპანეთის თასის 1/4 ფინალში გავა"
"ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ მისი გუნდი ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალში გავა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ესპანეთის თასის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში, ბილბაოს "ატლეტიკმა" "ბარსელონა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვაფასებ "ატლეტიკს", მაგრამ ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გავა." - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს Marca.
შეხვედრის მთავარ არბიტრზე, ფერნანდეს ბორბალანზე რაკიტიჩმა თქვა: "არ ვფიქრობ, რომ ბორბალანს საუკეთესო ძილი ექნება მის ცხოვრებაში, როდესაც გადახედავს თავის მუშაობას ამ თამაშში."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]