ფერნანდესი: "იმედი გვაქვს, რომ ლუის ენრიკე კონტრაქტს გაახანგრძლივებს"

ფერნანდესი: "იმედი გვაქვს, რომ ლუის ენრიკე კონტრაქტს გაახანგრძლივებს"

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა განაცხადა.

"იმედი გვაქვს, რომ ლუის ენრიკე "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი სეზონის დასრულების შემდეგ სურს და მწვრთნელის სურვილს ვაფასებთ. მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ, ის კი კმაყოფილია კლუბით. ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ ის ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს." - განაცხადა ფერნანდესმა.

ლუის ენრიკეს ამჟამინდელი კონტრაქტი ესპანურ გრანდთან 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    monte pancho
    სტუმარი [?]
    #1 6 იანვარი 2017 18:47
    0
    დარცეს ერთიბკიარა 5თი დარჩეს რას გააკეთებს ეგ მითხარით თორე … .რასაც თამაშობდა და გუშინ ითამაშა მასე თუ ათამაშა მაქსიმუმ თასი თუ გვაჩუქეს ავიღებთ ისე ამ თამაშით ვერაფერს გავხვდებით ბილბაოსთან გაგვიჭირდა დააა მაღალი დონის კლუბებთან რას გავაკეთებთ……