ჩავი: "ბარსელონაში" მუშაობა მწვრთნელს ფიტავს"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი იმედოვნებს, რომ ლუის ენრიკე კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
"ლუის ენრიკე? ნორმალურია, რომ "ბარსელონაში" მუშაობა მწვრთნელს ფიტავს. ეს არის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბი სადაც გრძნობ ზეწოლას. აქ ტიტულების მოგება აუცილებელია. სრულდება ძალიან ინტენსიური სამუშაო, რომლის შედეგადაც მწვრთნელი იღლება.
ვხედავ, რომ ლუის ენრიკეს უყვარს თავისი სამუშაო, მაგრამ ძალიან იღლება. ყველაფერი პროფესიითაა გამოწვეული."-ციტირებს ჩავის სიტყვებს Cope.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]