ინიესტამ ფიფას დაჯილდოების შემდეგ კომენტარი გააკეთა
"ბარსელონას" ნახევარმცველმა და კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ, ფიფას, წლის ნაკრებში "ბარსელონას" ფეხბურთელების შეყვანისათვის მადლობა გადაუხადა.
"მსურს ფიფას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესო ფეხბურთელთა რიცხვში მოხვდნენ. ჩვენ სამწუხაროდ, თქვენთან ერთად ყოფნა ვერ შევძელით, რადგან მატჩისთვის ვემზადებით. ეს მნიშვნელოვანი პრემიაა. მადლობა კიდევ ერთხელ და კარგ საღამოს გისურვებთ." - განაცხადა ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელები ცერემონიას არ დაესწრნენ, რადგან ბილბაოს "ატლეტიკთან", ესპანეთის თასის საპასუხო მატჩისთვის ემზადებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]