სილესენმა დაზიანება მოირჩინა
კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელმა მეკარემ, იასპერ სილესენმა დაზიანება მოიშუშა.
დეკემბრის ბოლოს 27 წლის კარის დარაჯმა მარცხენა ფეხის წვივის კუნთები დაიზიანა. მოსალოდნელი იყო, რომ იასპერი დაახლოებით 2 კვირას გამოტოვებდა. გუშინ მან პარტნიორებთან ერთად სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მიიღო.
სავსებით შესაძლებელია, რომ იასპერი ესპანეთის თასის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში "ატლეტიკის" წინააღმდეგ მოედანზე გამოვა. პირველი დაპირისპირება ბილბაოში, კატალონიელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.
სილესენი "ბარსელონაში" "აიაქსიდან" გადავიდა. ჯერჯერობით, მას კატალონიურ კლუბში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის რეზერვისტის როლი აქვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]