ჩავი: "დარწმუნებული ვარ, რომ მესი "ბარსასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს"
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა კატალონიური კლუბის ლიდერის ლიონელ მესის ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა.
"ეჭვი არ მეპარება, რომ მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, კლუბებში, რომლებსაც მილიარდერები ფლობენ, მესის კოლოსალური თანხის გამომუშავება შეეძლო, მაგრამ ლეოს გული "ბარსელონას" ეკუთვნის. ეს ურთიერთობა უკვე დიდი ხანია გრძელდება.
ლეო პრესაში ყოველთვის ხმაურს იწვევს. ის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და ხალხს მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სურს.
ხანდახან ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ახლა სწორედ ეს შემთხვევაა."-განაცხადა ჩავიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]