Marca: "მესი "ბარსას" დატოვებასთან ახლოსაა ისე, როგორც არასდროს"
მადრიდული გამოცემა Marca იტყობინება, რომ კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდი, ლიონელ მესი ესპანური კლუბის დატოვებასთან ახლოსაა. ამჟამად "ბლაუგრანასა" და არგენტინელს შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში იწურება.
Marca წერს, რომ მესის ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტისგან" მომხიბვლელი შემოთავაზება აქვს. წყაროს თანახმად, ლეო "ბარსელონას" დატოვებასთან ახლოსაა ისე, როგორც არასდროს.
მესის შეუძლია შეუერთდეს გვარდიოლას და დაამტკიცოს თავისი დიდებულება სხვა ჩემპიონატში.
წყარო არ გამორიცხავს, რომ ეს არგენტინელის მხრიდან შეიძლება იყოს თამაში, რომლის შედეგადაც ლიონელს ანაზღაურებას გაუზრდიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]