ბუსკეტსი: "სოლიდური უპირატესობა გვაქვს"
"ბარსელონას" ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი მიიჩნევს, რომ კატალონიურ კლუბს ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალის საგზური ჯერ არ გაუნაღდებია. პირველ მატჩში "ბლაუგრანამ" "ანოეტაზე" "სოსიედადი" 1:0 დაამარცხა.
"ეს შედეგი სოლიდურ უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ "ბარსელონას" 1/2 ფინალის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტია. ჩვენ ღირსეული მეტოქე გვყავს. კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ. გამარჯვების მოპოვება მარტივი არ იყო. გუნდი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა." - ციტირებს სერხიოს Sport.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]