მორატი: "მესი "ინტერში"? არასდროს მსმენია"
მილანის "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი მასიმო მორატი ლიონელ მესის იტალიურ კლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამის შესახებ, აქამდე, არაფერი სმენია.
ცოტა ხნის წინ, "ინტერის" მთავარი სპონსორის, Pirelli-ს პრეზიდენტმა, მარკო ტრონკერომ განაცხადა, რომ მისი ოცნება მესის "ნერაძურიში" ხილვაა. თუმცა, როგორც ირკვევა, თავისი ამ ოცნების შესახებ მას მორატისთან არასდროს უსაუბრია.
"მესისთან დაკავშირებული საუბარი არასდროს მომისმენია. შესაძლოა, სამომავლოდ, ისინი დიდ გარიგებას მართლაც გეგმავენ, მაგრამ დღევანდელ დღემდე არგენტინელზე საუბარი არ ყოფილა." - ციტირებს მორატის სიტყვებს Goal.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]