პოიეტი: "ბარსელონას" ფილოსოფია უცვლელია"
წარსულში ცნობილმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ჩინური "შანხაის" მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა, მიმდინარე სეზონში კატალონიის "ბარსელონას" გამოსვლა შეაფასა.
"დიდი პატივისცემის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ამჟამინდელ "ბარსელონაზე" საუბრისას გახსენდება შემტევი ტრიო და არა გუნდი. თუმცა, საკუთარი თავი არ უნდა მოვატყუოთ: კოლექტივის გარეშე არანაირი წარმატება არ იქნებოდა, რადგან ფილოსოფია უცვლელია.
ვგულისხმობ გვარდიოლას ფილოსოფიას. პეპის "ბარსელონა" საუკეთესო გუნდია მათ შორის, რაც ოდესმე მინახავს. თავის დროზე ხოსეპის "ბლაუგრანა" ყველაზე მაღლა იდგა და მას კონკურენტი არ ჰყავდა, ლეო კი ამ კოლექტივის ლიდერი იყო - ეს ახლაც ასეა.
ამჟამინდელი "ბარსელონა" ცუდი გუნდი არ არის. კლუბს აქვს გარკვეული ბაზა, რომლის ფორმირებას ადგილობრივი მოთამაშეები და იდეალურად ადაპტირებული ახალწვეულები ახდენენ.
"ბლაუგრანას" შემადგენლობა ისეთი სტაბილური აღარ არის, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ეს გუნდი კვლავ საუკეთესოა - ხელშეუხებელი არა, მაგრამ ძალიან ძლიერი."-ამბობს პოიეტი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]