"ბარსელონა" "შაპეკოენსეს" ფეხბურთელების ავტოგრაფიან მაისურს გადასცემს
"ბარსელონას" ფეხბურთელებმა "შაპეკოენსესთან" სოლიდარობის ნიშნად, რომლის ფეხბურთელებიც ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, კლუბის მაისურზე ავტოგრაფები დატოვეს. "ბარსელონას" მაისური ბრაზილიური გუნდის მუზეუმს გადაეცემა.
"ბარსელონას" მაგალითს ლა ლიგის დანარჩენი 19 გუნდიც აიღებს. ყველა მაისური "შაპეკოენსეს" მუზეუმში განთავსდება, რომელიც უახლოეს დროში გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ ადრე "ბარსელონამ" "შაპეკოენსე" გამპერის თასზე მოიწვია, რომელიც 2017 წლის ზაფხულში გაიმართება, ბრაზილიელები კი მოწვევას დათანხმდნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]