სამპაოლი: "ინიესტა მსოფლიო ფეხბურთის ემბლემაა"

სამპაოლი: "ინიესტა მსოფლიო ფეხბურთის ემბლემაა"

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ანდრეს ინიესტას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. არგენტინელმა სპეციალისტმა "ბარსელონას" ნახევარმცველის პიროვნული თვისებები აღნიშნა. როგორც იცით, 2015 წელს სპორტში შეტანილი ღვაწლისა და ღირსეული თამაშის გამო ესპანელს დედოფალი სოფიას სახელობის ჯილდო გადაეცა.

"ინიესტა არა მხოლოდ ესპანური, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ემბლემაა. მან ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ის იდეალური სპორტსმენის ნიმუშია. ანდრესმა ჯილდო დაიმსახურა."-ციტირებს სამპაოლის სიტყვებს Marca.

32 წლის ფეხბურთელი რომ პრემიის ლაურეატი გახდა, ეს ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, მაგრამ დაჯილდოება დღეს შედგა. ინიესტამ ჯილდო დედოფალ სოფიას ხელით მადრიდში, ელ-პარდოს სასახლეში მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #3 24 იანვარი 2017 15:46
    0
    რათქმაუნდა
    messi.95
    სტუმარი [?]
    #2 24 იანვარი 2017 15:24
    0
    მესიმ ხავი ინიესტა ყველაზე მაგრები <
    messi.95
    სტუმარი [?]
    #1 24 იანვარი 2017 15:12
    0
    ესპანელები უნდა ამაყობდნენ რო ინიესტა ყავდათ ამის დამსახურებაა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობა და 2 ჯერ ზედიზედ ეუროპის ჩემპიონობა