რაკიტიჩი: "ფანებსა და რამოსს შორის მომხდარ კონფლიქტს ჩემთან კავშირი არ აქვს"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა "სევილიას" ფანების სერხიო რამოსისადმი დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მადრიდის "რეალის" კაპიტანი ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩში, სტადიონ "რამონ სანჩეს პისხუანზე" თავმოყრილმა ქომაგებმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეს.
შემდგომში რამოსმა განაცხადა, რომ როცა დანი ალვესი და რაკიტიჩი სევილიაში ჩავიდნენ, იქაურმა ფანებმა ისინი ღმერთებად შერაცხეს მას კი დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ამას ჩემთან არავითარი კავშირი არ აქვს. "სევილიას" ფანებით კმაყოფილი ვარ და საკუთარ თავს ამ კლუბის წარმომადგენლად ვთვლი, რადგან ის ჩემს გულშია. რამოსსა და ქომაგებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით ვერაფერს გავაკეთებ."-ციტირებს რაკიტიჩს Marca.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]