რაკიტიჩმა რონალდუზე ისაუბრა
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა პრესასთან ინტერვიუში დასმულ შეკითხვას თავი აარიდა. ჟურნალისტებმა ხორვატს მადრიდის "რეალის" ვარსკვლავზე კრიშტიანუ რონალდუზე ჰკითხეს, რომელსაც ბოლო დროს ხშირად უსტვენენ. იტყობინება, Mundo Deportivo.
"სტვენა რონალდუს მისამართით "რეალის" გულშემატკივრების მხრიდან? უმჯობესია თუ ჩემზე ვისაუბრებ. კრიშტიანუ - დიდებული ფეხბურთელია. ხალხმა იცის რაც უნდა გააკეთოს, ისევე როგორც თავად რონალდუმ. როგორც კოლეგას მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ." - განაცხადა, რაკიტიჩმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]