უკანასკნელი სავარჯიშო სესია „სოსიედადთან“ მატჩამდე
"ბარსელონა" მზადაა, რომ სათასო მატჩში, "კამპ ნოუზე" მიიღოს "რეალ სოსიედადი". კატალონიელებმა, "სიუტატ ესპორტივაზე" უკანასკნელი სავარჯიშო სესია გამართეს ზემოთხსენებულ მატჩამდე. მათ უკვე დაასრულეს მომზადება.
სავარჯიშო სესიაში, მონაწილეობა მიიღო პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომმა ფეხბურთელმა. გარდა პირველი გუნდისა, ლუის ერნიკემ 3 რეზერვისტს უხმო "ბარსელონა ბ"-დან: ალენიას, მარლონსა და მუხიკას.
შეგახსენებთ, რომ "რეალ სოსიედადთან" გამართულ პირველ მატჩში, კატალონიელებმა მინიმალური სხვაობით, 1-0 გაიმარჯვეს.
განმეორებითი მატჩი კი 27 იანვარს გაიმართება, თბილისის დროით 00:15 საათზე.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
































კომენტარები [ 3 ]