კანსელუს ზამთარში "ვალენსიას" დატოვება სურს
"ვალენსიას" მცველმა, ჟოაუ კანსელუმ "ღამურების" ხელმძღვანელობას კლუბის შეცვლაზე თხოვნით მიმართა, იტყობინება Mundo Deportivo.
ინფორმაციის თანახმად, 22 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ვალენსიას" დატოვება სურს.
კანსელუს მომსახურებით "ბარსელონაა" დაინტერესებული. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე შეათანხმა ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები და მისი ხილვა "ბარსელონაში" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სურთ.
კანსელუს ამჟამინდელი კონტრაქტი "ვალენსიასთან" 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]