ჯოვინკო: "ბარსელონაში" გადასვლაზე უარი ვთქვი, იქ ბურთის მიმტანი ვიქნებოდი"
"ტორონტოს" შემტევმა ნახევარმცველმა, სებასტიან ჯოვინკომ განაცხადა, რომ ადრე "ბარსელონაში" გადასვლა შეეძლო.
"ეს სიმართლეა, "ბარსელონას" ჩემი შეძენა სურდა. იქ მე ბურთის მიმტანი ვიქნებოდი (იცინის).
ამ ფენომენალურ ფეხბურთელებთან გამიჭირდებოდა შემადგენლობაში სათამაშო დროის მიღება.
მე უარი ვთქვი, რადგან თამაში მსურდა. ეს სწორი იყო - სიტუაციის რეალურად შეფასება. უკვე მქონდა დრო, როდესაც არ ვთამაშობდი." - განაცხადა ჯოვინკომ.
30 წლის იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა, ანდრეა დ'ამიკომ კი განაცხადა, რომ კატალონიელებთან მოლაპარაკებები ერთი წლის წინ გამართეს.
"2016 წლის იანვარში "ბარსელონას" ხელმძღვანელობა მილანში ჩამოვიდა, არენდის გაფორმების სურვილით, მაგრამ სებასტიანმა თქვა "არა", "ტორონტო" კი მის გაშვებას არ დაუშვებდა." - თქვა აგენტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]