"ბარსელონა" სამეფო თასის ნახევარფინალშია
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კოპა დელ რეის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი "კამპ ნოუზე" "ბარსელონასა" და "სოსიედადს" შორის, მასპინძლებმა დამაჯერებელი ანგარიშით, 5:2 იმარჯვეს.
"ბლაუგრანამ" ორი მატჩის ჯამში ბასკი მეტოქე ანგარიშით 6:2 დაამარცხა და სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. "ბარსელონას" გარდა ტურნირზე ვიგოს "სელტა", "დეპორტივო ალავესი" და მადრიდის "ატლეტიკო" შემორჩნენ, გუნდები კენჭისყრის შემდეგ დაწყვილდებიან.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა ხვალ გაიმართება და "ბარსელონას" მეტოქე გაირკვევა, მატჩები კი 1 და 8 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]