მარადონა: „56 წელია ვცოცხლობ და ჯერაც არ მინახავს მოთამაშე, რომელიც მესიზე უკეთესია“
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ, პრესასთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ შეაქო თავისი თანამემამულე, ლიონელ მესი. მარადონამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავი მსოფლიოში საუკეთესოა. იტყობინება, Sportsmole.
"მე არ შემიძლია თავი შევიკავო იმ ადამიანების სიტყვებზე, რომლებიც თვლიან, რომ მესი ფენომენი არ არის, რადგან მას მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია. მესი უნიკალური ფეხბურთელია და დიდი მნიშვნელობა არც აქვს მოიგო თუ არა მან მუნდიალი.
56 წელია ვცოცხლობ და ჯერაც არ მინახავს მოთამაშე, რომელიც ლეოს სჯობია. ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მესი არგენტინელია. დიახ, მე მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა ჩემი პარტნიორები იყვნენ: ბურუჩაგა, პუმპიდო, რუჯერი და ბევრი სხვა. მხოლოდ მათი დამსახურებით გავხდი მსოფლიო ჩემპიონი." - განაცხადა, მარადონამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]