ლუის ენრიკე: „ფინალში „სელტასთან“ შეხვედრას ვისურვებდი“
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ესპანეთის თასის 1/4 ფინალში "რეალ სოსიედადთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ "კამპ ნოუზე" მასპინძლებმა (5:2) მოიგეს, ორი მატჩის ჯამში კი შემდეგ ეტაპზე კატალონიელები გავიდნენ (6:2). იტყობინება, Football Espana.
"მეტოქეს საკმაოდ კარგად გამოსდიოდა პრესინგი, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდით "სოსიედადმა" გვაიძულა მთელი ძალებით გვემოქმედა, ეს გუნდი ამჟამად ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესოა.
მესიმ დღეს ითამაშა როგორც ნახევარმცველმა, მას შეუძლია სადაც უნდა იქ შეუძლია ითამაშოს. როცა ბურთი ლეოს აქვს - სხვა მოთამაშეებმა უბრალოდ უნდა იმოძრაონ და ისინი ბურთს საჭირო დროს მიიღებენ.
მასკერანო იმიტომ შევცვალე, რომ ყველა ჩემი ფეხბურთელი მიყვარს. მან მცირე დაზიანება მიიღო და არ მინდოდა გამერისკა.
ფინალში "სელტასთან" შეხვედრას ვისურვებდი (ენრიკეს ყოფილი კლუბი), თუ ჩვენ მას დავამარცხებთ ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ "სელტა" გაიმარჯვებს - მაინც გამიხარდება." - განაცხადა, ენრიკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]