ენრიკე: "მეტოქემ გვაჯობა"
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩის თაობაზე კომენტარი გააკეთა, სადაც მისმა გუნდმა "ბეტისი" ვერ დაამარცხა.
"პირველ ტაიმში საკმარისად ბევრი სახიფათო მომენტი ვერ შევქმენით და არაზუსტად ვმოქმედებდით. შესვენების შემდეგ მეტოქემ მოუმატა. ისინი ნახევარი საათის განმავლობაში ჩვენზე უკეთ თამაშობდნენ. ეს მოპოვებული ქულაა.
ფოტო ვნახე. მსაჯებს უნდა დავეხმაროთ. საჭიროა ახალი ტექნოლოგია იმის მიუხედავად, თუ ვის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს."-განაცხადა ენრიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]