სიმეონე: "მესი იქ ითამაშებს, სადაც ჩვენში თავის ტკივილის გამოწვევას შეძლებს"

სიმეონე: "მესი იქ ითამაშებს, სადაც ჩვენში თავის ტკივილის გამოწვევას შეძლებს"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, "ბარსელონასთან" უახლოესი მატჩის მოლოდინები გაგვიზიარა. შეგახსენებთ, რომ დღეს, "ვისენტე კალდერონზე" "ბარსელონა" მადრიდულ კლუბს, ესპანეთის თასის 1/2 ფინალის ფარგლებში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

"ამ ფეხბურთელებს თავიანთი სათამაშო ხარისხი აქვთ და "ბარსელონა" გარკვეულწილად განსხვავებულად ითამაშებს. ბოლო მატჩში ვიდალმა ფლანგზე ითამაშა, მესი კი თავდამსხმელთა უკან მოქმედებდა. "ბარსელონას" თამაშის ბევრი ვარიანტი აქვს, მაგრამ თავდამსხმელთა ტრიოს მოქმედებებზე ცვლილებები არ აისახება. მესი იქ ითამაშებს, სადაც, მისი აზრით, ჩვენში თავის ტკივილის გამოწვევას შეძლებს და ეს წინასწარ მომზადებული არ იქნება." - ციტირებს სიმეონეს Marca.

საპასუხო მატჩი "კამპ ნოუზე" 7 თებერვალს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #9 1 თებერვალი 2017 15:33
    0
    დღეს უნდა დაამარცხოთ ბიჭებო ატლე, აბა თქვენ იცით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 თებერვალი 2017 15:14
    0
    მაგარი კაცი ხარ მაგრამ ბარსასთან მუდამ წაგებას გისურვებ smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 1 თებერვალი 2017 14:34
    0
    სიმონ მაგარი მწვრთნელი ხარ და მაგარი მებრძოლი გუნდი გყავს მაგრამ როცა საქმე ბარსას წინააღმდეგ თამაშც ეხება იცოდე რომ გაფარჩაკებას გისურვებ ისე წაგეგოს რომ მეორე შეხვედრა უბრალო ფორმალობა იყოს ბარსასთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 თებერვალი 2017 14:26
    0
    ჩემი აზრით სიმეონეს თავისი სტილის მიუხედავად შეუძლია ბარსელონას გაწვრთნა.ჭკვიანია და ძაან მაგარი ტაქტიკოსი,იშვიათია თამაშ სადაც მისი ტაქტიკა არ გაამართლებს,ძაან მაგარი მოტივატორია რომელიც ჩვეულებრი ფეხბურთელებს ვარსკვლავებად აქცევს.ატლეტიკოს ისეთი ტაქტკით ათამაშებს როგორის თამაშიც მის გუნდს შეუძლიაა,ანუ ვგულისხმობ დონეს,არ ყავთ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ,ამიტომ ერთ მთლიანობად ყავს შეკრული გუნდი რომელიც თანაბრად შეუტევს კიდეც და თავსაც დაიცავს,არ ყავდა არც ბარსელონას,არც ბაიერნის არც რეალის და კიდევ ბევრი სხვა გუნდის მსგავსი შემადგენლობა მარა ლა ლიგაც მოგებული აქვს თასიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა ორჯერ და ყოველთვის ყველა გუნდისთვის ურთულესი მეტოქეა უკვე მერამდენე წელია და ეს ამ კაცის დამსახურებაა,ჩემი აზრით ბარსას გაწვრთნა შეუძლია თავისუფლად იმ სტილს რაც ბარსას აქვს იმასაც მშვენივრად ათამაშებს
    ბათუმსკი92
    სტუმარი [?]
    #5 1 თებერვალი 2017 13:52
    0
    რა ჭკვიანი ხარ სიმო
    skipera-gio
    სტუმარი [?]
    #4 1 თებერვალი 2017 13:38
    0
    vnaxot vnaxot ra moxdeba dges magrad maintersebs
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 თებერვალი 2017 13:26
    0
    ჩოლო შე გიჟო, მაგარი კაცია ეს!
    maxo barsa
    სტუმარი [?]
    #2 1 თებერვალი 2017 13:23
    0
    Prec ariqneba cudiii
    ახალგორი
    სტუმარი [?]
    #1 1 თებერვალი 2017 13:20
    0
    ინის და ბუსკეცის არყოფნაში თუ მოვუგეთ ატლეს შეგვძლებია
    ან ფრე თუ გავაგორეთ არცეგ იქნება ურიგო 1-1