სუარესი - "ბარსელონას" თილისმა
ლუის სუარესის გოლის წყალობით, კატალონიის "ბარსელონამ" "ბეტისთან" მატჩში ქულა მოიპოვა, თავად ურუგვაელი ფორვარდი კი ბომბარდირთა დავაში 16 გოლით დაწინაურდა.
გამარჯვების გოლის გატანის მცდელობის მიუხედავად, ნათელია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ჩვეულ სტილში ვერ ითამაშეს, რაც 2 ქულის დაკარგვის მიზეზი გახდა. წარმოგიდგენთ "ბეტისთან" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის სტატისტიკურ ფაქტებს.
— პიჩიჩი სუარესი. ცხრიანმა მიმდინარე სეზონში პრიმერა დივიზიონში მე-16 გოლი გაიტანა და ჯერჯერობით, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მას თანაგუნდელი ლიონელ მესი (15) და კრიშტიანუ რონალდუ ჩამორჩებიან.
— სუარესი - გუნდის თილისმა. თუ ურუგვაელს გააქვს "ბარსელონა" არ მარცხდება. ლუისმა "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 67 მატჩში შეძლო გოლის გატანა, სადაც 63 კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, 4-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა.
— ლა ლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტჯერ სუარესმა "ბეტისსა" და "სპორტინგს" გაუტანა. ურუგვაელმა მათი კარი 7-ჯერ აიღო.
— ასისტენტი მესი. ლიონელის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ "ბარსელონამ" 89-ე წუთზე "ბენიტო ვილიამარინზე" ანგარიში გაათანაბრა. ლა ლიგაში არგენტინელს 4 შედეგიანი გადაცემა აქვს.
— თურანის 50-ე მატჩი "ბარსელონას" რიგებში (37 მოგება, 7 ფრე, 6 მარცხი). არდას ანგარიშზე 15 გოლია, აქედან 13 მან მიმდინარე სეზონში გაიტანა.
— მატიემ თავი ზუსტი გადაცემებით გამოიჩინა. ფრანგი მცველის 55 წარმატებულ პასს შორის, 7 "ბეტისის" მხრიდან პრესინგის საფუძველი გახდა.
![]()
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]