„ბარსელონას“ იოზილის შეძენა სურს
კატალონიის "ბარსელონა" ლონდონის "არსენალის" გერმანელი ნახევარმცველით, მესუთ იოზილით ინტერესდება. იტყობინება, Goal.
გამოცემის ინფორმაციით, კატალონიელები ფეხბურთელის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან. "ბარსელონა" აპირებს ისარგებლოს იოზილის ირგვლივ არსებული სიტუაციით, რომელიც "მეთოფეებთან" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ აღწევს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის იოზილმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ "რეალში" დაბრუნება სურს.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა "არსენალის" რიგებში 26 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 9 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]