Sport: ბუსკეტსი „ატლეტიკოსთან“ ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშებს
ლუის ენრიკეს კარგი სიხალეები აქვს. ნორმალურად ვარჯიშობენ ინიესტა, ბუსკეტსი და პიკე. დამეთანხმებით, ისინი მეტად საჭირო ფეხბურთელები არიან, განსაკუთრებით, "ატლეტიკოსთან".
პრინციპში, ლუის ენრიკეს სამივე მათგანის გამოყენება შეუძლია და ამასაც გეგმავს ის. მას არ ავიწყდება, რომ "ატლეტიკოსთან" ეს თამაში ძალიან მნიშნველოვანია, რადგან აქ გადაწყდება, ფინალისტის ვინაობა.
Sport-ის ცნობით, ხერარდ პიკე, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს თამაშს. მან, მართალია, "ატლეტიკთან" ბარძაყის მცირე დაზიანება მიიღო და ერთი ვარჯიშიც გამოტოვა, მაგრამ მან უკანასკნელ ვარჯიშში სრული დატვირთვით ივარჯიშა და ამიტომ, სანერვიულო არაფერია.
სერხიო ბუსკეტსიც, ალბათ, ითამაშებს. ის, ბოლო ვარჯიშებია ვარჯიშობს და, შესაბამისად, ტრავმაც სრულად აქვს მორჩენილი. ფაქტია, რომ ბუსკეტსს არც ისე ადვილი ტრავმა ჰქონდა მიღებული ერთი შეხედვით, მაგრამ მისი გამოჯანმრთლების პროცესი არ გაიწელა.
თუ ბუსკეტსი არ ითამაშებს, მის ადგილას, ალბათ, ხავიერ მასკერანო მოგვევლინება, რომელმაც საკუთარი სამუშაო კარგად შეასრულა, განსხვავებით, ანდრე გომეშისგან და ივან რაკიტიჩისგან.
და ბოლოს, დაგვრჩა გუნდის კაპიტანი ანდრეს ინიესტა. ის, პრინციპში, მზად უნდა იყოს პსჟ-სთან მატჩისათვის, მაგრამ "ატლეტიკოსთან" განაცხადშიც მოხვდება.
ასე რომ, ლუის ენრიკეს, ნახევარდაცვაში მდგომარეობა შედარებით, გამოუსწორდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]